top of page

გამარჯობა,

ცოტა რამ ჩემს შესახებ:

  3 წლიდან ვხატავდი ძალიან ბევრს და თითქმის ყველაფრით და ყველაფერზე. ეს არისჩემთვის უდიდესი სიამოვნება. ყოველთვის ინტერესი მაქვს როგორი იქნება დასრულებული ჩემი ნახატი. მაგრამ ნახატი არასდროს დამისრულებია ბოლომდე. ყოველთვის მიტაცებდა რაღაც ისეთის ხატვა, რაც შემიყვანდა მასში, და მამოგზაურებდა. ჩემი სამყარო ფურცელზე გამოიხატება და ფურცელი აღწერს ჩემს სამყაროს. 

  სამწუხაროდ დღეს ხატვა ისეთი ძვირი გახდა რომ ამ ყველაფერს დროებით შევეშვი. ელექტრონული მხატვეობისთვის შესაბამისი ტექნიკაც არ მაქვს. სამწუხაროდ  არცერთი ნახატი არ შემომრჩა მაგრამ მინდა რომ ოდესმე ნულიდან დავიწყო დიდ ტილოებზე ხატვა, მინდა მასში ჩავაქსოვო ჩემი მთელი არსება. ძალიან მიყვარს მაქსიამალურად რეალურთან მიახლოებული მხატვრობა მაგრამ აბსტრაქციაც და ფერთა თამაშიც მხიბლავს. ვხატავ ნებისმიერი შინაარსის და მოქმედების ნახატებს.

  

  

მუსიკა

  მუსიკა ჩემი შედარებით ახალი გატაცებაა. რათქმაუნდა მთელი ცხოვრება ვუსმენდი მუსიკებს მაგრამ ერთხელაც ვიფიქრე რომ რაღაც უფრო მეტი მინდოდა. ძალიან დამაინტერესა მუსიკის შექმნამ. ჯერ კიდევ 12 წლის ბავშვი ვიყავი რომ ტელეფონში აღმოვაჩინე პატარა მუსიკის შესაქმნელი აპლიკაცია. მაშინ არც იყო ანდროიდი. პროგრამას ერქვა midetit და მასში midi პოლიფონიის შექმნა და კორექტირება იყო შესაძლებელი. ეს პროგრამა იყო ჩემთვის აღმოჩენა იმ დროისათვის. გავიდა წლები და ჩემი გამოცდილება ამ სფეროში იზრდებოდა. არც მუსიკალურ სასწავლებლებში მისწავლია, არც კონსერვატორიაში მაგრამ დღეს შემიძლია პროფესიონალური მუსიკის შექმნა. მთავარია მქონდეს კარგი სპიკერები და ძლიერი კომპიუტერი. მაგრამ სამწუხაროდ არცერთი და არც მეორე არ მაქვს.

  იმედია გავაგრძელებ მუსიკალურ მოღვაწეობას მომავალში

  დავიბადე 1995 წლის 19 თებერვალს ქ. ოზურგეთში. 2001-04 წლებში ვსწავლობდი ციხისფერდის სკოლაში.  2004 გადავედი ქუთაისში. ვსწავლობდი 37-ე საჯარო სკოლაში, ამას გარდა ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში. ცხრა კლასის შემდეგ გადავედი ქ. ბათუმში. აქ გავაგრძელე სწავლა საზღვაო კოლეჯში. 2011-13 წლებში დავდიოდი ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო კოლეჯში. 2013-14 წლებში მოვიხადე სავალდებულო ჯარი. 2014-15 წლებში ქ. ბათუმში ვმუშაობდი ავეჯის მწარმოებელ კომპანია შ.პ.ს "რანდი"-ში ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე. 2016 წელს ვიმუშავე კოდაკში ოპერატორად. ვაყენებდი ვინდოუსს, ვიღებდი და ვამუშავებდი ფოტოებს, ვქმნიდი ვიდეო რგოლებს და ა.შ.   ჩემი წარსული  ხშირად ცვალებადი და თავგადასავლებით სავსეა. 

  ამ ბოლოს კი დავიწყე დიზაინზე მუშაობა. ამასთან ერთად ვქმნი მუსიკას და ვცდილობ პროფესიონალური დონე გამოვიდეს. ასევე დავდივარ ხმის ჩამწერ სტუდია "არაგვიანი"-ში და ვიმაღლებ გამოცდილებას. მიტაცებს ფოტოგრაფია და ოპერატორობა, ვიდეომონტაჟი. შემიძლია ნებისმიერი სახის მულტიმედია და თანამედროვე ხელოვნების ათვისება. ვეძებ სამსახურს, რომელიც გამომადგება განვითარებასა და თვითრეალიზაციაში

ხატვა

bottom of page